თამარ გაბუნია - აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და მათ მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი უწევს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჯანდაცვის სისტემის მზაობას, რათა შემთხვევების ახლანდელი და მოსალოდნელი მატებისთვის სისტემა სათანადოდ მოემზადოს. გაბუნიას თქმით, დღეისთვის 31 კლინიკაში 2522 საწოლია მობილიზებული. მისივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის მართვასაც.

„განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხარისხის მართვის პროცესებზე. დღეისთვის უკვე მობილიზებულია 2522 საწოლი 31 კლინიკაში. ახალ კლინიკებს აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ კონსულტაციები კოვიდის მართვაში მეტად გამოცდილი ექსპერტებისგან, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოიყენა კლინიკური კონსულტანტების მექანიზმი, რათა ყველა კლინიკას ჰქონდეს საშუალება და მოიწვიოს მეტად გამოცდილი ექსპერტი ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში. კარგად მიმდინარეობს პროცესების მართვა კოვიდსასტუმროებში. როგორც იცით, იქ ხდება იმ პაციენტების გადაყვანა, რომელთაც აქვთ დაავადების კეთილსაიმედო მიმდინარეობა, მსუბუქი შემთხვევები, რომელთა შემთხვევაშიც რაიმე გართულება მოსალოდნელი არ არის, მათი ასაკი არის 16-დან 65 წლამდე შუალედში და ისინი არ საჭიროებენ განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევას, ამდენად მათი მკურნალობა მიდის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, დღეს აჭარაში ბინაზე მკურნალობის მეთოდიც გამოიყენება და პაციენტებს ზედამხედველობას ოჯახის ექიმები უწევენ.

„აჭარაში უკვე მოხდა ისე, რომ პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და ბინაზე უწევს მათ მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი. ეს მოდელი აპრობირებულია ბევრ ქვეყანში და ჩვენც ეტაპობრივად ვამუშავებთ იმ დეტალებს, რაც საშუალებას მოგვცემს ბინაზე მართვის მოდელი უსაფრთხოდ განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაშიც. რა თქმა უნდა, ისე, რომ იყოს შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები, თვითიზოლაციის შესაძლებლობა და არ დადგეს ოჯახის წევრებს შორის ინფექციის გავრცელების რისკი. კლინკური სურათი და მდგომარეობის სიმძიმე, ხშირ შემთხვევაში, იძლევა იმის საშუალებას, რომ პაციენტი დარჩეს ბინაზე. ამ დროისთვის სულ კლინიკებში იმყოფება 1500-მდე პაციენტი, მათ შორის, 1300-ზე ცოტა მეტი არის კოვიდინფიცირებული და სასტუმროებში არის 563 ადამიანი, რომელიც კოვიდის გამო რჩება იქ,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა