თამარ გაბუნია - ეპიდემია გადასულია აქტიური მართვის ფაზაში და მართვა ეფექტურად ხდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსის ეპიდემია აქტიური მართვის ფაზაშია გადასული და ქვეყანაში სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

გაბუნიამ ტესტირების ჩატარების აქტიურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქტიური ტესტირების ეტაპი დასრულებულია და ახლა პრიორიტეტული ტესტირების ჯგუფების შემოწმება მიმდინარეობს.

„ეპიდემია გადასულია აქტიური მართვის ფაზაში და მართვა ხდება ძალიან ეფექტურად. ამის ბევრი საზომი ინდიკატორი არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ მართვა ხდება ნამდვილად ეფექტურად და სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი. რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, რამდენს უნდა აკეთებდეს ქვეყანა, ამისთვისაც არსებობს ძალიან მკაფიო ჩარჩო და ეს დამოკიდებულია ინციდენტების რაოდენობაზე, ანუ როდესაც ინციდენტების რაოდენობა არის 5-ზე დაბალი, ტესტების რეკომენდებული რაოდენობა ქვეყნისთვის არის 7 000-ზე ნაკლები. ჩვენ დღეს როგორც ქვეყანა ამ ზონაში ვრჩებით. შედარებით მაღალი მაჩვენებელი არის აჭარაში და ამდენად სწორედ აჭარაში იყო ეს ინტენსიური ტესტირება, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ იქ იყო აქტიური კურორტული სეზონი და მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ ინფიცირებული ადამიანი არ წამოსულიყო აჭარიდან ისე, რომ ჩვენ არ გვეცოდინებოდა მისი ინფიცირების სტატუსი. სწორედ ამას უკავშირდებოდა საველე ლაბორატორიის ბულვარზე გახსნა. ეს აქტიური ტესტირების ეტაპი და საჭიროება ამ ეტაპზე ამოწურულია და ჩვენ დავუბრუნდით იმ პრიორიტეტული ტესტირების ჯგუფებს, რომელიც ასევე წარმოდგენილია და რასაც მივყვებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო