ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ნამყოფი პედაგოგებიდან, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, 8-ს ინფექცია დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ნამყოფი იმ პედაგოგებიდან, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, ინფექცია 8-ს დაუდასტურდა. როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ შემთხვევებიდან 7 გურიაში, 1 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

"ჩვენ დავიწყეთ აჭარიდან გამოსული პედაგოგების ტესტირება, 2237ასეთი მასწავლებელი იყო, ვინც იმყოფებოდა ზაფხულში აჭარაში და დაექვემდებარა ტესტირებას. იქიდან 71%-ს ჩაუტარდა ტესტირება და მათგან 8-ს დაუდასტურდა ინფექცია. მათ შორის 7 გურიაში და 1 სამეგრელო-ზემო სვანეთში", -განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა