თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფომ უკვე შეისყიდა სეზონური გრიპის 135 000 დოზა ვაქცინა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფომ უკვე შეისყიდა სეზონური გრიპის 135 000 დოზა ვაქცინა და მის მიღებას ელოდებიან. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინის ეს რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე შარშან ჰქონდათ შესყიდული.

„როგორც წესი, კომერციულ ვაქცინა, დაახლოებით, 50-60 ათასის ფარგლებში ყოველ წელს შემოდის ქვეყანაში და წელსაც იქნება. რამდენად არის საკმარისი?! სასურველი იქნებოდა, რომ ზოგადად, ქვეყანას, არამარტო წელს, არამედ საერთოდ, უფრო ფართო მოცვა ჰქონდეს. თუმცა იმის გამო, რომ ამ ვაქცინების ათვისება და მიმღებლობა ხშირ შემთხვევაში მაღალი არ არის, ასეთ მზარდ რეჟიმში ვართ იმ რეალისტური შეფასების საფუძველზე, რაც მოსალოდნელია ეპიდემიური თვალსაზრით და ვაქცინის ათვისების კუთხით.

წელს, დაახლოებით 200 000-მდე გვექნება და კიდევ ვმუშაობთ იმაზე, რომ ვიშოვოთ და შევისყიდოთ დამატებითი ვაქცინა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს