გიგი წერეთელი - საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება ოქტომბრის არჩევნებს და ნამდვილად, არავის ეპატიება მისი სტანდარტების მიღმა ჩატარება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, მიუხედავად შეზღუდვებისა, ბევრი საერთშორისო ორგანიზაცია მზად არის, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლები გამოგზავნოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გულისყურით დააკვირდება არჩევნებს და არავის ეპატიება დარღვევები და ფალსიფიკაცია.

„31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა და მისასალმებელია, რომ ბევრი ორგანიზაცია ცდილობს და გამოთქვამს სურვილს, რომ ჩამოვიდეს. ეს მარტივი არ არის. დღეს, ბევრი შეზღუდვაა, მათ შორის საქართველოშიც, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ყველაფერი, მაგრამ იქნება ეს ეუთო, თუ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და ასევე სხვა ორგანიზაციებიც, აუცილებლად გამოგზავნიან დამკვირვებლებს. ეუთო მზადაა, რამდენიმე ასეული დამკვირვებელი გამოგზავნოს და ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ბუნებრივია, ცალკეული ქვეყნებიც და ლიდერებიც, გულისყურით დააკვირდებიან საქართველოში არჩევნებს და ნამდვილად, არავის არ ეპატიება ამ არჩევნების სტანდარტების მიღმა ჩატარება, დარღვევები, ფალსიფიკაცია და ა.შ. არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტით და ეს განსაზღვრავს შემდგომში, როგორი დამოკიდებულება იქნება საქართველოს მიმართ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს