მამუკა ტუსკაძე - „სოციალური სამართლიანობისთვის“ მაჟორიტარების გარეშე იბრძოლებს, 2024 წლის საარჩევნო მოდელს მიმდინარე არჩევნებზე დავტესტავთ

პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ 2024 წლის საარჩევნო მოდელს 2020 წლის არჩევნებზე დატესტავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე საარჩევნო კამპანიას ისინი წელსაც მხოლოდ პროპორციულისთვის მახასიათებელი ნიშნით ჩაატარებენ.

„სოციალური სამართლიანობისთვის“ 2024 წლის საარჩევნო მოდელს უკვე ამ არჩევნებში დატესტავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი არჩევნებში მონაწილეობას მაჟორიტარების გარეშე, მხოლოდ 200-კაციანი სიით მიიღებს. საშტაბო სტრუქტურები ამ ფორმატში მოვაწყეთ და კანდიდატებიც ამის მიხედვით გადავანაწილეთ. ანუ ისე, როგორც ეს ექნება ყველა პარტიას 2024 წელს. ჩვენ ვართ პირველები ამ მიმართულებით. გვყავდა 30-ივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მაგრამ ყველა მათგანი ჩავსვით პარტიულ სიაში. სხვა ყველა პარტიას, ვგულისხმობ მათ, რომელთაც ბარიერის გადალახვის რესურსი გააჩნიათ, უკვე ჰყავს კანდიდატები“ - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა