კახა კუჭავამ, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ჰაიდი ჰაუტალასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ჰაიდი ჰაუტალასთან ვიდეო ზარის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ევროპარლამენტარმა კახაბერ კუჭავას, წინა კვირაში, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი დადებითად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიესალმება გატარებულ რეფორმებს და საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.

„ონლაინ შეხვედრაზე მხარეებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ევროპელ პოლიტიკოსს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო რეფორმაზე ინფორმაცია მიაწოდა და ევროპელ კოლეგას ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ წინადადებით მიმართა. როგორც ჰაიდი ჰაუტალამ აღნიშნა, covid-19-ის ინფექციის პანდემიის გამო სადამკვირვებლო მისიების მივლინებები ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუმცა, მან ამ საკითხის კიდევ ერთხელ განხილვის მზადყოფნა გამოთქვა და შესაძლოა, საქართველო გახდეს ის პირველი ქვეყანა, სადაც ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია ჩამოვა. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას გარემოს დაცვითი საკითხები წარმოადგენდა. კახაბერ კუჭავას განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებითაც გააქტიურდეს ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან და „Green Deal"-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოც აქტიური მონაწილე გახდეს.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა