ნინო ბურჯანაძე შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პატრიკ ფრანცინს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ წინასარჩევნო გარემო იყო.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელჩი განსკუთრებით დაინტერესდა პარტია „ერთიანი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიით, ასევე ნინო ბურჯანაძის ხედვით მის სამომავალო გეგმებთან და ზოგადად პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ქვეყანაში საარჩევნო გარემო უარესიც ყოფილა, თუმცა იდეალური მდგომარეობა არც დღესაა, რაც ჩრდილს აყენებს წინასაარჩევნო კამპანიას. მისი განცხადებით, ფიქსირდება დაშინების ფაქტები და ხალხის მასობრივი მოსყიდვა. პარტია „ერთიანი საქართველოს ლიდერმა“ასევე იმ შეხვედრებზე ისაუბრა, რომელსაც პერმანენტულად მართავს მოსახლეობასთან. მან განაცხადა, რომ ყველა მისი საარჩევნო ვიდომასალა, ასევე სამომავლო აქტივობის გრაფიკი განთავსებულია „ერთიანი საქართველოს“ ვებგვერდზე. ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ საელჩოს წარმომადგენლები თვალყურს მიადევნებენ მოსახლებასთან მისი შეხვედრების „ფეისბუქ-ლაივებს“.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნინო ბურჯანაძემ ელჩს უთხრა, რომ პარტია იბრძოლებს არამხოლოდ მხარდამჭერთა გასააქტიურებლად, არამედ ყველა იმ ხმის დასაცავად, რომელსაც მიიღებს. მისივე თქმით, გამოყენებული იქნება ყველა მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდი, რათა „ქართულ ოცნებას" და მის სატელიტებს გაყალბების საშუალება არ მიეცეთ.

ამასთან, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საუბარი შეეხო ასევე ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ერთიანი საქართველოს" მიერ ხელმოწერილ ეთიკის კოდექსს.

„ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, ასევე ხელისუფლებაც იმოქმედებს ეთიკის კოდექსის შესაბამისად. ჯანსაღი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნისთვის ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს ეთიკის კოდექსის მოთხოვნები, განსაკუთრებით, არ უნდა დავუშვათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ადამიანთა მოსყიდვა,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ერთანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცინი შეთანხმდნენ, რომ არჩევნებამდე საჭიროების შემთხვევაში შედგება შეხვედრა, ასევე საელჩოს საშუალება ექნება მუდმივად მიიღოს ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა