თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წელს გრიპის ვაქცინაცია მკაცრად რეკომენდირებული იქნება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წელს გრიპის ვაქცინაცია მკაცრად რეკომენდირებული იქნება. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განცხადა, განსაკუთრებით რეკომენდებულია აიცრან ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

„ჩემი რჩევაა, მტკიცე რეკომენდაციაა (სიტყვა სავალდებულოს თქმის უფლება მე არ მაქვს, ამაზე მთავრობამ უნდა დადგენილება მიიღოს), რომ ვაქცინირება ჩაიტაროს ყველამ და განსაკუთრებით მათ, ვინც რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან - 60-65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებმა და მათ, ვისაც აქვთ თანხმლები ქრონიკული დაავადებები. ეს გრიპს მთლად არ გამორიცხავს, მაგრამ ვაქცინა 70 - პროცენტიან დაცვას ახორციელებს გრიპისგან, ანუ, თუ გრიპით ვაქცინაციის გარეშე, სიტყვაზე, 10 000 ადამიანი დასნებოვნდებოდა, ვაქცინაციის შემთხვევაში დასნებოვნდება მხოლოდ 3000, რაც ძალიან დიდი შეღავათია. რამდენადაც ვიცი, ვაქცინა ან შემოტნილია ან საზღვარზეა. ამ მხრივ პრობლემა არ იქნება,“- განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძე წინა წლებთან შედარებით წელს გრიპის მასშტაბურ გავრცელებას არ ელოდება და აცხადებს, რომ გრიპისა და კოვიდ 19-ის ერთდროულად გადატანის შემთხვევებიც ნაკლები იქნება.

„ის რეკომენდაციები, რაც მოქმედებს კოვიდისგან თავდასაცავად - პირბადეები, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი თავშეყრისგან თავის შეკავება, ავტომატურად მუშაობს გრიპის საპროფილაქტიკოდ, რადგან გრიპის და კოვიდის საპროფილაქტო ზომები აბსოლუტურად იდენტურია. ამიტომ, მე მგონია, რომ წელს გრიპის ეპიდემია იქნება გაცილებით უფრო, სუსტი ვიდრე იყო შარშან და შარშანწინ და იმის რისკი, რომ გრიპი და კოვიდი ერთად დაგვემართოს, ასეთი შემთხვევები იქნება, მაგრამ ნაკლები, ვიდრე ამის გვეშინია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა