თენგიც ცერცვაძე - რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ, ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს

უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, რომ ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რადგან მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და არ იკლებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, საზოგადოებას საქართველოში არსებულმა კარგმა ეპიდისტუაციამ „დათვური სამსახური“ გაუწია.

„საქართველო და ქართველის ხალხის ბუნებაა ასეთი. ჩვენ ვგავართ უფრო იტალიელებს, ვიდრე შვედებს ან გერმანელებს, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებენ რეგულაციებს, ასევე ჩვენი ტრადიციებია ხალხმრავალი შეკრებები. უჭირს მოსახლეობას ამის გათავისება, მაგრამ არის იმის ნიშნები, რომ ხდება უკვე საჭირო მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება. გარკვეული „დათვური სამსახური“ გაგვიწია იმ ძალიან კარგმა მდგომარეობამ, რომელსაც დიდხანს ინარჩუნებდა საქართველო. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ყველაფერმა ჩაიარა და რომც არ დაიცვან რეგულაციები, ქვეყანაში იმდენად კარგი სიტუაციაა, რომ არაფერი მოხდება. ამ ცრურწმენისგან უნდა გავთავისფულდეთ. უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში, რომ ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი და ვიდრე ვაქცინა არ იქნება, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, რადგან მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება და არ იკლებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ არსებული რეგულაციები რთული შესასრულებელი არ არის.

„მოქალაქეების მხრიდან არის ერთადერთი რამ გასაკეთებელი - შეასრულონ რეგულაციები უფრო ზედმიწევნით და უფრო მკაცრად. ეს რეგულაციებია: ნიღბის ტარება დახურულ სივრცეებში, სოციალური დისტანცირება და რაც მთავარია, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და სანიტაიზერების გამოყენება. ეს რეგულაციები არ არის ძნელი შესასრულებელი. საერთოდ, ყველა რეგულაცია არასასიამოვნო შესასრულებელია, მაგრამ ეს რეგულაციები მინიმალურ დისკომფორტს ქმნის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს