გიგი წერეთელი - ყველას სურვილია, მოხდეს სერიოზული, გარდამტეხი ცვლილებები, რათა მთელ საქართველოში სიტუაცია შეიცვალოს

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, ბაღდათის რაიონის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გიგი წერეთლის თქმით, როგორც ამ სოფლებში, ისე მთლიანად რეგიონში, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომელთა მოგვარებაზეც ადგილობრივი ხელისუფლება არ ფიქრობს.

გიგი წერეთლის თქმით, ამ უიმედობისა და უპერსპექტივობის შეცვლას მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„დღეს, მთელი დღის განმავლობაში მაქვს შეხვედრები ბაღდათში, რამდენიმე სოფელში ვიყავი ფერსათში, შუბანში, კიდევ ვაგრძელებ ამ შეხვედრებს და ვხედავ ერთ რამეს, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მოსახლეობას, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები აქვთ მისაღები ყოველდღიურად, რათა გაუძღვენ საკუთარ ოჯახებს.

აქ არის უმუშევრობა, ადამიანებს შემოსავლები პრაქტიკულად არ აქვთ, პენსიითა და მცირე ხელფასით ადამიანები ვერაფრის ყიდვას ახერხებენ, ძალიან ბევრი ადამიანი უცხოეთში არის წასული და ეს დიდი დარდია მათი ოჯახებისათვის და არის უპერსპექტივობის შეგრძნება.

ყველას სურვილია, მოხდეს სერიოზული, გარდამტეხი ცვლილებები, რათა ეს სიტუაცია შეიცვალოს როგორც ბაღდათში, ისე იმერეთსა და მთელ საქართველოში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს