BTU-ს მეწარმეობის ცენტრი საქმიანობის არეალს რეგიონებში აფართოებს

რუსთავის ინოვაციების ჰაბმა პარტნიორებთან ერთად ახალგაზრდული სტარტაპ იდეების კონკურსი - ბიზნეს სტარტერი გამოაცხადა. სტარტაპის იდეა უნდა განხორციელდეს რუსთავში, მაგრამ მონაწილეების საცხოვრებელი ადგილი შეზღუდული არ არის. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფებმა ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე მიიღეს.

BTU-ს ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპი, კონკურსი პირველ სექტემბერს დაიწყო და 14 სექტემბერს დასრულდა. ორგანიზატორების განმარტებით, მონაწილეების შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იდეებს, რომლებიც იქნებიან მდგრადი კოვიდ-19 პანდემიის მსგავს კრიზისულ სიტუაციებში. იდეების შეჯამების შემდეგ გამოვლინდება 10 საუკეთესო ბიზნესი, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში გაივლიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის ეტაპს.

აქსელერატორის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან სტარტაპის იდეიდან მის კომერციალიზაციამდე საჭირო ყველა ეტაპს. თეორიული ნაწილის გარდა პროგრამა მოიაზრებს ვორქშოპებს, რომლის ფარგელბშიც მონაწილეები თავიანთ სტარტაპებს/იდეებს მიუსადაგებენ ლექციის მასალას.

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში მენტორები იქნებიან:

• გიორგი კინწურაშვილი - საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი. სტარტაპ მენტორი და ტრენერი.

• თამთა გველესიანი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი. პროექტ "სტარტაპი ქართულად" დამფუძნებელი. ბიზნეს აქსელერატორი ‘სპაკრი” მარკეტინგის ექსპერტი.

2 კვირიანი ვორქშოპების ბოლოს იქნება დემო დღე, სადაც მონაწილე სტარტაპები წარსდგებიან პრეზენტაციებით და წარმოაჩენენ დაგროვილ ცოდნას. შედეგად აირჩევა 3 საუკეთესო სტარტაპ იდეა, რომელიც დაფინანსებას მიიღებს. არჩეული იდეებიდან 10 000 ლარამდე ღირებულების იდეები დაფინანსდება 80%-ით, ხოლო 10 000 ლარზე მეტი ღირებულების ბიზნესი 8 000 ლარით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო