პანდემიის გამო ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია გადაიდო

ნობელის კომიტეტმა სტოკჰოლმში პრემიის გადაცემის ცერემონიის გადავადების გადაწყვეტილება მიღო, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

„წელს ნობელის პრემიის გადაცემის ტრადიციული ცერემონაია, რომელიც სტოკჰოლმის ფილარმონიაში უნდა გამართულიყო, რასაც ტრადიციული საზეიმო ღონისძიება მოჰყვებოდა რატუშაში, გადადებულია. ამის ნაცვლად, ორგანიზებული იქნება პირდაპირი ტრანსლაცია რატუშადან და ონლაინ ჩართვები, რომელთა დროსაც მოხდება დიპლომებისა და მედლების გადაცემა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნობელის პრემიის გადაცემის ტრადიციული ცერემონია ყოველ წელს სტოკჰოლმმში 10 დეკემბერს იმართება, რომლის დროსაც პრემიის ლაურეატებს ჯილდოს უშუალოდ შვედეთის მეფე გადასცემს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო