თურქეთის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში შექმნილი დაძაბულობის მოსაგვარებლად რეგიონული კონფერენციის გამართვის ინიციატივით გამოდის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რეგიონში არსებული დაძაბულობის მოგვარების მიზნით, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მონაწილეობით, კონფერენციის გამართვის ინიციატივით გამოდის.

„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს მოწოდებას დიალოგისა და თანამშრომლობის დამყარებისკენ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებთან. ამ მიზნით, ჩვენ ვთავაზობთ რეგიონული კონფერენციის გამართვას, სადაც ყველა სანაპირო ქვეყნის უფლებები და ინტერესები მხედველობაში იქნება მიღებული და რომელსაც ასევე დაესწრებიან თურქეთის კვიპროსის წარმომადგენლები“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე განმარტებით, თურქეთი უთანხმოების სამართლიანი გზებით მოგვარებას ემხრობა და სანქციებსა, თუ პროვოკაციებს არ შეეგუება.

„როცა რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ჩვენი ქვეყნის გამორიცხვა არ შეიძლება ახსნილი იყოს მიზეზებითა და საერთაშორისო სამართლით. ჩვენ უპირველესად უპირატესობას ვანიჭებთ უთანხმოების სამართლიანად და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული დიალოგის გზით გადაჭრას. მაგრამ მსურს მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვერასდროს შევეგუებით რაიმე სახის სანქციების დაწესებას, პროვოკაციებსა და თავდასხმებს. ჩვენი ქვეყნის გაძევების შემდგომ მცდელობებს ნამდვილად არ აქვს წარმატების შანსი“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

მან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში შექმნილ დაძაბულობაში კვიპროსი და საბერძნეთი დაადანაშაულა.

„ჩვენ თვალი არ გვიჭირავს ხმელთაშუა ზღვის ან სხვა რომელიმე რეგიონის ქვეყნების უფლებებსა და ლეგიტიმურ ინტერესებზე, თუმცა ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნისა და თურქი კვიპროსელების უფლებების დარღვევას ან მათი ინტერესების უგულებელყოფას. ამ რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის მიზეზია საბერძნეთისა და ბერძენი კვიპროსელების მხრიდან 2003 წლის შემდეგ მაქსიმალური მოთხოვნებით გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯები“, - აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, კვიპროსისა და საბერძნეთის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მათ სიახლოვეს, ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მხრიდან ბუნებრივი რესურსების საძიებო სამუშაოები. ანკარას ისინი საქმიანობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, ევროკავშირისგან კი ითხოვენ, რომ თურქეთს სანქციები დაუწესოს. აღნიშნულ კონფლიქტში ევროკავშირი საბერძნეთისა და კვიპროსის პოზიციას იზიარებს და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო