დონალდ ტრამპი აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობაზე - ვფიქრობ, ეს სირცხვილია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა, სამარცხვინო ფაქტია. „ვფიქრობ, ეს სირცხვილია," - აღნიშნა პრეზიდენტმა, თუმცა, მისივე თქმით, სათანადო და სწორი ქმედებების გარეშე გარდაცვლილების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა.

„ვფიქრობ, რომ თუ სათანადოდ და სწორად არ ვიმოქმედებდით, ორნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა," - განაცხადა ტრამპმა.

მან კორონავირუსის გავრცელებაში ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

„ჩინეთს ვირუსი საკუთარ საზღვარზე უნდა შეეჩერებინა და მისი მთელს მსოფლიოში გავრცელება არასდროს უნდა დაეშვათ. ეს საშინელებაა, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. უბრალოდ გახსოვდეთ: ჩინეთმა დაუშვა, ეს მომხდარიყო," - აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობაზე - ვფიქრობ, ეს სირცხვილია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო