ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო. ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და რომელიც დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა. ხორბლის ეს ჯიში გავრცელებული იყო რაჭა-რეჩხუმში, ამჟამად კი, ის გადაშენების პირასაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, სწორედ ლეჩხუმიდან დაიწყო მანონი ახვლედიანმა ზანდურის სახეობის აღდგენა და პოპულარიზაცია.

„თიბისის“ მხარდაჭერით, მან ლეჩხუმის რაიონის სოფელ ღვირიშში ეთნოგრაფიული სივრცე მოაწყო, რომელიც აერთიანებს საოჯახო სასტუმროს „ზანდურის სახლი“, უძველეს მარანს, სადაც ავთენტური გემოების კერძებით გაგიმასპინძლდებიან და ეთნოგრაფიულ მასალებს ზანდურის ჯიშის ხორბლის შესახებ. რაც მთავარია, მანონი ახვლედიანს უკვე მეორე წელია მცირე ფართობზე ზანდურის ჯიშის ხორბალი მოჰყავს.

„ეს უნიკალური ქართული ენდემური ჯიშის ხორბალია. ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს თესლის სერთიფიცირება, რის შემდეგაც მსოფლიოში მხოლოდ აქ, ჩვენს რეგიონში მოყვანილ ზანდურს შეიძენენ. საქართველო ხორბლის კულტურის უძველესი კერაა და ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს სახელი აღიდგინოს“, - აცხადებს მანონი ახვლედიანი.

„ახლა მეწარმე ხორბლის მესამე მოსავლის დასათესად ემზადება, მიღებულ თესლს ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად ურიგებს, რითაც ლეჩხუმში ზანდურის გავრცელებას უწყობს ხელს. ზანდურის საწარმოო გამოყენებისთვის და მისგან პურის დასამზადებლად ორი რამ არის აუცილებელი: ერთი, მოსავლის რაოდენობის გაზრდა და მეორე, სპეციალური ტექნიკა, რომლითაც ხორბალი დაიცეხვება. მანონი ახვლედიანის უახლოეს ბიზნეს გეგმებში სწორედ ეს მიზნები შედის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს