ჩინეთი და ინდოეთი სადავო საზღვარზე ჯარის განლაგების შეჩერებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი და ინდოეთი სადავო საზღვარზე მეტ კარისკაცებს აღარ განალაგებენ და თავს აარიდებენ ნებისმიერ მოქმედებას, რამაც შესაძლოა, იქ არსებული დაძაბული სიტუაცია გაართულოს. ამის შესახებ ინფორმაციას "ალ ჯაზირა" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორივე ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო თანამდებობის პირები შეხვდნენ და გაცვალეს იდეები ლადახში მათი სადავო ჰიმალაის საზღვრის შესახებ.

ერთობლივ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ "გაუგებრობებისა და მცდარი განსჯების" თავიდან აცილების და "სიტუაციის ცალმხრივად შეცვლის თავიდან არიდების" შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ არც ერთმა მხარემ არ უნდა მიმართოს ცალმხრივ ქმედებას რეგიონში. თუმცა, განცხადებაში არაფერი იყო ნახსენები ჯარების გამოყვანის შესახებ.

10 სექტემბერს ჩინეთისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ და საზღვრიდან ჯარისკაცების გამოყვანაზე, სათანადო დისტანციის დაცვასა და დაძაბულობის შემსუბუქებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამისთვის ვადები არ დაუთქვამთ.

შეგახსენებთ, ინდოეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მიმდინარე წლის ივნისში, ინდოელ და ჩინელ ჯარისკაცებს შორის ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში მომხდარ შეტაკებას 20 ინდოელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შემდეგ საზღვრის გასწვრივ ორივე მხარემ დამატებითი ძალები განალაგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო