პაკისტანის სასამართლომ ტანსაცმლის ქარხნის ხანძართან დაკავშირებით ორ პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

კარაჩის სასამართლომ ტანსაცმლის ქარხანაში 2012 წელს ხანძრის განზრახ გაჩენაში ორი მამაკაცი დაადანაშაულა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ქარხანას ცეცხლი მას შემდეგ წაუკიდეს, რაც მისმა მფლობელებმა უარი თქვეს გადაეხადათ თანხა, რომლის გამოძალვასაც მათგან აპირებდნენ.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნული პირები პარტია MQM-თან იყვნენ დაკავშირებული, რომელიც იმ დროს ქალაქის ხელისუფლებაში იყო.

შეგახსენებთ, კარაჩის ტანსაცმლის ქარხანაში 2012 წლის 11 სექტემბერს გაჩენილ ხანძარს 260-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარს ორგანიზებული ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს