II კვარტალში წინა წელთან შედარებით სამშენებლო მასალები 6.8 %-ით გაძვირდა

2020 წლის II კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით სამშენებლო მასალები 6.8 %-ით გაძვირდა. აღნიშნულ ინფორმაციას “საქსტატი” აქვეყნებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდით. ამასთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2.1 პროცენტითაა გაზრდილი.

„ წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. გარდა ამისა, ამავე პერიოდში სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 8.4 პროცენტით, რამაც -2.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“,-აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა