მამუკა ტუსკაძე - შსს-ს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სამინისტრო უნდა ეწოდოს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ერქვას შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბევრად მართებული იქნება, თუ მას უსაფრთხოების და მართლწესრიგის სამინისტროს დავარქმევთ“ , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ ისეთი ქვეყანა გვჭირდება, სადაც თითოეული ადამიანის უფლება მაქსიმალურად იქნება დაცული.

„ჩვენ გვჭირდება სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოებაზე და მართლწესრიგზე იქნება ორიენტირებული. უსაფრთხოება გულისხმობს ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებას, ანტიტერორისტულ, ანტიკორუფციულ და კრიზისული მართვის სამსახურებსაც. არც ერთ ქვეყანას არ სჭირდება „ბლატნოი“ პოლიციელები. ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ერქვას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვფიქრობ, ბევრად უფრო სწორი იქნება, თუ მას უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სამინისტროს დავარქმევთ. მართლწესრიგის სამინისტრო უფრო ეფექტურად იმუშავებს არა რეჟიმზე, არამედ დისციპლინაზე. მართლწესრიგის სიმეტრიულია დაისციპლინა, ხოლო შსს-ს სიმეტრიულია ავტოკრატია და დიქტატურა, ანუ რეჟიმი“- აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა