ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას აძლევს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას ოჯახის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი აძლევს.

როგორც სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტებს ქობესაშვილმა განუცხადა, კანონში პირდაპირ წერია, თუ ვის შეიძლება აღნიშნული მუხლი შეეხოს. ადვოკატების დაბარება კი არასწორია. ქობესაშვილის თქმითვე, მათ სატელიტით გადაღებული ფოტოები, როგორც მტკიცებულება, ისე არ წარუდგენიათ.

"სასამართლოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე უნდა გამოვცხადდე. პროკურატურამ კარგად იცის, რა ინფორმაციაც მაქვს, თუმცა, თუ მათ დამატებითი კითხვები აქვთ, შეიძლია ვუპასუხო. ჩემი და მიხეილ რამიშვილის სასამართლოში და თუნდაც, საგამოძიებო უწყებაში დაბარება არასწორია, ჩვენ ვართ ადვოკატები და ჩვენს პროფესიულ საქმიანობას ვახორციელებთ. პროკურატურას არ უნდა ჰქონდეს წვდომა რა ინფორმაცია გვაქვს ჩვენი დაცვის სტრატეგიასთან. ვფიქრობ, ეს არის არასწორი და ამას ადვოკატთა კორპუსიდან სათანადო გამოხმაურება უნდა მოჰყვეს და როგორც ვიცი, ისინი სოლიდარობას გვიცხადებენ. ჯობდა, პროკურატურას უფრო მეტი დეტალიზაცია გაეკეთებინა, რადგან ჩვენ მტკიცებულებები არ წარგვიდგენია, ჩვენ წარვადგინეთ ინფორმაცია, არც საქმეში ჩაგვიდია ფოტომასალები, როგორც მტკიცებულება და არც სასამართლოში წარგვიდგენია. აქედან გამომდინარე, ჩვენი დაბარება და ამ საქმეში მონაწილეობა სამართლებრივი უზუსტობაა.

ჩვენ ვართ დაცვა და კანონში პირდაპირ წერია მტკიცებულებების ფალსიფიცირების საქმეზე ვინ შეიძლება იყოს დანაშაულის ობიექტი", - განაცხადა ქობესაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს