მერიამ თბილისში 87 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა

მერიამ თბილისში 87 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ჯამში, პროგრამის ფარგლებში თბილისსი საცხოვრებელი ფართები 900-მდე ოჯახს დაუკანონდა.

„ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დავდეთ, რომ ის ოჯახები, რომლებიც 10-12-15 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბინებში და ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების დაკანონებას გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების და სხვადასხვა ხარვეზების გამო, დავპირდით, რომ ყველას დავეხმარებოდით, ხელს შევუწყობდით ამ ფართების დაკანონებაში. დღეს 87 ოჯახს გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი სახლები. 83 გახლავთ გუდამაყრის ქუჩაზე, ნაძალადევის რაიონში, 1 ოჯახი ქიზიყის ქუჩაზეა, 3 ოჯახი ოქროყანაში, მთაწმინდის რაიონში. ვაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას. მინდა მივმართო იმ ოჯახებს, ვისაც ანალიოგიური პრობლემები აწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობთ და გეტყვიან რა დოკუმენტაცია არის საჭირო პროცესის გასაგრძელებლად და საცხოვრებელი ბინების დასაკანონებლად, იმ ბინების, სადაც თქვენ ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობთ. ჩვენ უკვე ამ პროექტით 900-მდე ოჯახს დავუკანონეთ ფართები. პროგრამა წარმატებულია და ვაგრძელებთ მის განხორციელებას“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა