ავჭალაში პარკი გაშენდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „აზიის განვითარების ბანკთან“ თანამშრომლობით, ავჭალაში პარკი გაშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ რეკრეაციული მწვანე სივრცეების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ავჭალაში, სადგურის მიმდებარედ, დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია იქნა მოძიებული და „აზიის განვითარების ბანკთან“ მჭიდრო თანამშრომლობით მოხდება ამ პარკის დაპროექტება და მოწყობა. მარტივად შესაძლებელია ნახოს ადამიანმა, განსაკუთრებით ზაფხულის დღეებში, როდესაც კარგი ამინდებია, პარკები, ეზოები, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდა, სავსეა ყველა თაობის ადამიანით. ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში. სიმწვანე ძალიან უხდება თბილისს. საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომაა“,-აღნიშნა კალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო