დავით კირკიტაძე „ევროპულ საქართველოზე“ - ეს არის კონკურენცია, ჩვენ არავის თავს არ ვესხმით

ეს არის კონკურენცია, ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, - ასე შეაფასა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის არსებული ვითარება.

კირკიტაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, ვინ არის მისი მოწინააღმდეგე და ვინ წარმოადგენს მის სამიზნეს.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე, ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგე, რომელსაც უკან მიჰყავს ქვეყანა, არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ჩვენი სამიზნე ზუსტად ვიცით და ასევე ზუსტად ვიცით, როგორ გამოვიყვანოთ ამ კრიზისიდან ქვეყანა. ეს არის პოლიტიკური ვითარება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ვითარებაში ღირსეულად გამოვჩნდებით, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეფერება. ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს მოწინააღმდეგეს და ეს არ იქნება რევანში, ეს იქნება გამარჯვება და პირველ რიგში იმ ადამიანების გამარჯვება, ვისაც ეიმედებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა იმ ვითარებიდან გამოსასვლელად, რა რთულ ვითარებაშიც 2012 წლამდე ცხოვრობდა მოსახლეობა, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს რთული ვითარება ყველასთვის რთული ვითარება გახდა და არაფერი არ გაუმჯობესებულა“, - განაცხადა კირკიტაძემ.

იხილეთ ვიდეო: ეს არის კონკურენცია, ჩვენ არავის თავს არ ვესხმით

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა