ალექსანდრე ლუკაშენკომ ფიცი დადო

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. დემონსტრაციები სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალეს და ათასობით ადამიანი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: ალექსანდრე ლუკაშენკომ ფიცი დადო

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო