თინა ბოკუჩავა - ყალბი იდენტობის მქონე პირი, „ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ყალბ ინსტრუქციებს აძლევდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გუშინ, დღის მეორე ნახევარში პარტიის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს - ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში, საგარეჯოსა და გურჯაანში ყალბი იდენტობის მქონე პიროვნება დაუკავშირდა, რომელიც მათ შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.

თინა ბოკუჩავას თქმით, „ყალბი იდენტობის მქონე პიროვნება“ იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ.

„ეს პიროვნება ამბობდა, რომ მას ჰქვია გიორგი ნოზაძე და იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ, არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარის მითითებებით.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პიროვნება არის ყალბი იდენტობის, რომელიც სუს-ის დაკვეთით შეიქმნა საარჩევნო პროცესების საბოტაჟირების მიზნით. ჩვენ მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული საკითხი.

ჩვენს მიერ გადამოწმდა აღნიშნული ტელეფონის ნომერი და გაირკვა, რომ ეს ტელეფონის ნომერი რეგისტრირებული არ არის ვინმე გიორგი ნოზაძის სახელზე, არამედ რეგისტრირებულია ალუდა ჯანხოთელზე, რომლის იდენტობა არ იძებნება „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ სიაში.

ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს სუს-ის პროექტი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხორციელდება, რომელიც ძალიან კარგად ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ აგებს 31 ოქტომბრის არჩევნებს.

ჩვენ შევიტანთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელს პროკურატურაში, რათა გამოიძიონ რეალურად ვინ ატარებს ამ ნომერს, რეალურად ვისი დაკვეთით ხორციელდებოდა ეს ზარები.

ჩვენ გვერდში გვიდგას საერთაშორისო საზოგადოება, რომელმაც მიუხედავად ამ გლობალური პანდემიისა, გამოაგზავნა დამკვირვებლები არჩევნებისთვის. ამ მიზანში ჩვენ გვერდში გვიდგას ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ სამართლიან დემოკრატიულ არჩევნებს და არა იმ საბოტაჟურ პროცესებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ამ მეთოდებით მიმართავს“, - განაცხადა თიკა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა