თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეკა ქობესაშვილისა და მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები შეიკრიბნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების, ეკა ქობესაშვილისა და მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ადვოკატები მათ კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება, რომლის მიხედვითაც, მიხეილ რამიშვილს ტელეფონი ჩამოართვეს, ადვოკატის საქმიანობაში ჩარევაა.

"ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ სასამართლომ უკანონო განჩინება მიიღო, ადვოკატს ჩამოართვა ტელეფონი და ის გადაეცა გამოძიებას. ტელეფონში ადვოკატი ინახავს პირად ინფორმაციას, კომუნიკაციას მის სხვა კლიენტებთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჩვენ, ადვოკატებს, ისევე როგორც ჟურნალისტებს, არ გვავალდებულებს, რომ გავცეთ ეს ინფორმაცია, სასამართლომ ჩათვალა, რომ მას შეუძლია დადგეს კანონზე მაღლა და მაინც დაავალდებულოს ადვოკატი გასცეს ასეთი ინფორმაცია. ეს მიმაჩნია უკანონოდ და ამის გასაპროტესტებლად ვართ მოსულები, ეს არის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, ეს არის საფრთხის შემცველი. დღეს თუ რამიშვილის მიმართ გაიცა ეს განჩინება, ხვალ შეიძლება, რომ გაიცეს ნებისმიერი ადვოკატის მიმართ, ჟურნალისტის მიმართ, სასულიერო პირის მიმართ და ასე შემდეგ. ასეთი პრაქტიკის დაკანონება არ შეიძლება და ამისათვის შევიკრიბეთ, რომ მოვუწოდოთ სასამართლოს, არ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, რაც საფრთხეს შეუქმნის მომავალში დაცვის უფლებას", -განაცხადა ნემსიწვერიძემ.

საქალაქო სასამართლოში ასევე მივიდნენ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო