ლევან კობერიძე - ექიმი ვახტანგ ყიფიანი ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია

პარტია „ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობერიძის განცხადებით, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დაკავებული ექიმი, ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია.

როგორც კობერიძე აღნიშნავს, ყიფიანი უდანაშაულოა. მისივე თქმით, ექიმის პატიმრობა ჯანდაცვის მინისტრის პირადი პასუხისმგებლობაა.

„ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია. ეს ადამიანი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და არის დაკავებული იმ განზრახვით, რომ დაშინდეს სამედიცინო საზოგადოება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვატყობთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გადაქცეულია სადამსჯელო ორგანოდ. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის ფაქტი, რომ ექიმ ვახტანგ ყიფიანის საქმესთან დაკავშირებით პროფესიულ საბჭოს არანაირი დასკვნა არ გამოუტანია. ასოციაციებმა მიმართეს წერილით ჯანდაცვის სამინისტროს, საიდანაც მიიღეს პასუხი, რომ მართლაც არ აქვს პროფესიული საქმიანობის გადაცდომას ადგილი ლიცენზიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რეგულირების სააგენტოს მიერ დაწერილი დასკვნა, რის საფუძველზეც პროკურატურამ აღძრა საქმე და დააკავა ექიმი ვახტანგ ყიფიანი, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ეს არის ჯანდაცვის მინისტრის პირადი პასუხისმგებლობა. თუ ვახტანგ ყიფიანი არის დამნაშავე იმაში, რაშიც ბრალს დებენ, გამოდის, რომ საქართველოში ექიმების ნახევარზე მეტი ფაქტობრივად სასჯელს უნდა იხდიდეს ციხეში. რეალურად ამ საქმეში იკვეთება ექიმის უდანაშაულობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის სამედიცინო სექტორის დაშინების მცდელობა. არ გამოვრიცხავ წინასაარჩევნ პერიოდისკენაც იყოს მიმართული”,- განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას - პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ მაგდა ხოჭოლავა საქართველოში არ იმყოფება და მას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათივე ინფორმაციით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს