ბრაზილიაში საფეხბურთო სტადიონები გულშემატკივრებისთვის იხსნება

ბრაზილიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფეხბურთის სტადიონებს უფლება ექნებათ, გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების საშუალება მისცენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაპირველად მაყურებლებით სტადიონების მხოლოდ 30%-ს შეავსებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რიო-დე-ჟანეიროს მარაკანას სტადიონზე 25 000 ადამიანს შეეძლება დასწრება.

BBC-ი წერს, რომ ქალაქის მთავრობას აღნიშნულ გადაწვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება აქვს. ბრაზილიის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ბელო-ჰორიზონტეს ადგილობრივი ხელისუფლება სტადიონებზე გულშემატკივრების დაბრუნების წინააღმდეგია.

ცნობისათვის, ბრაზილიაში კორონავირუსის 4.5 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 138 000-ზე მეტი ადამიანი დაღუპულია.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა