საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ, მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, სახელმწიფოს ადვოკატის მიმართ გადაცდომის დამტკიცების მაღალი სტანდარტი მოეთხოვება, რადგან ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეუხებლობა დაცულია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და საერთაშორისო დოკუმენტებით.

„მედიაში გაჟღერებული ინფორმაციით, არის გამოძიების მხრიდან შესაძლო მცდელობა გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს არა მხოლოდ კონკრეტული საქმის გარემოებები, არამედ მიხეილ რამიშვილის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა კონფიდენციალური და პირადი ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალობა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით.

დაუშვებელია ადვოკატის მიმართ მოთხოვნილი იქნას ყველა სხვა ისეთი ინფორმაცია ან დოკუმენტები, რომელიც სასამართლოს შესაბამისი განჩინებით არ არის ნებადართული გამოძიებისთვის. მსგავსი მცდელობა არა მარტო კანონსაწინააღმდეგოა, არამედ შეიცავს სახიფათო პრეცედენტს, როგორც კონკრეტული შემთხვევისთვის, ასევე საზოგადოდ, პროფესიული საადვოკატო საქმიანობისთვის.

მივმართავთ საქმესთან დაკავშირებულ სუბიექტებს, პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოებს, უზრუნველყონ მოქმედება მხოლოდ კანონის ფარგლებში. იმედს ვიტოვებთ, დაცული იქნება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის კანონიერი უფლებები, მათ შორის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები განვახორციელებთ საკითხისადმი საზოგადოებრივ მონიტორინგს და ყველა აუცილებელ ღონისძიებას კანონის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ასევე საკითხით დაინტერესებული ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებისთვის“,-აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის განცხადებაში.

ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მტკიცებულების სახით მისი მობილური ტელეფონის ამოღების შესახებ განჩინების გასაჩივრების საშუალება არ მისცეს.

როგორც რამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ადვოკატისთვის მობილური ტელეფონის ჩამორთმევა უპრეცედენტოა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა