მე-14 საერთაშორისო სიმპოზიუმი თემას - „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ ეძღვნება

მე-14 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, რომელშიც 12 ქვეყნის 100-ზე მეტი მეცნიერი ონლაინ მონაწილეობს, თემას - „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ ეძღვნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თსუ-დან აცნობეს, ღონისძიების ორგანიზატორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციაა (GCLA). სიმპოზიუმის მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ასეთ რთულ სიტუაციაში სიმპოზიუმი რომ არ გადაიდო და მისი ჩატარება ონლაინ ფორმატში მაინც მოხერხდა.

„ყველა უნივერსიტეტი, ყველა სამეცნიერო დაწესებულება დგას დიდი გამოწვევების წინაშე. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ერთიანი ძალებით ვახერხებთ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონტაქტების შენარჩუნებას და ტრადიციის გაგრძელებას. გასული წლების განმავლობაში გამოცემულ კრებულებში საკმაოდ საინტერესო სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნდა. იმედია, რომ კიდევ ბევრი სამეცნიერო პუბლიკაცია, ერთობლივი კვლევა გაჩნდება ამ თანამშრომლობის შედეგად“, - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა.

მოხსენებებს, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, ლიეტუვას, ესტონეთის, თურქეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ყაზახეთის, სომხეთის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის მეცნიერები, აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან ონლაინ სიმპოზიუმზე წარმოადგენენ. სიმპოზიუმის მიზანია, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მიაქციოს ქართულ ფოლკლორს და, ზოგადად, ფოლკლორს როგორც ხალხთა არქეტიპული აზროვნების მოდელსა და მხატვრულ-ლიტერატურულ ინსპირაციას.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე