რომან გოცირიძე - საქართველოს პრემიერისა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის საუბრის მთავარი ლეიტმოტივი იყო - არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველის საუბრის მთავარი ლეიტმოტივი იყო -არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, - საუბრის დანარჩენი თემები იყო მოსაკაზმი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, აშშ-ში კარგად იციან, რომ „ქართული ოცნება" წინა არჩევნებზე დაშინებას, მოსყიდვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მიმართავდა, სწორედ ამიტომ ხდება ხელისუფლების გაფრთხილება.

„მერამდენე საუბარი იმართება უკვე ამერიკის მთავრობის მაღალი ეშელონების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მთავრობასთან და შემდეგ საქართველოს ხელისუფლება იძულებულია გაამჟღავნოს ამ საუბრის თემა, ლეიტმოტივი ამ საუბრის არის ძალიან მარტივი, ჩაატარეთ დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები, არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯა, ამ ხელისუფლების გვერდით არ იქნება, იქნება ქართველი ხალხის გვერდით, ხოლო ქართველი ხალხის გვერდით დგომა ნიშნავს დემოკრატიის განმტკიცებას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. საუბრის დანარჩენი თემები იყო მოსაკაზმი, მთავარი ღერძი არის გაფრთხილება არჩევნებთან დაკავშირებით, შემდეგ იყო შელამაზება სხვადასხვა თემებით, რათა პირდაპირ ასე არ ჟღერდეს, დაურეკეს და უთხრეს, რომ არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა