ისრაელში კორონავირუსის 6 861 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 13 ადამიანი გარდაიცვალა

ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 861 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 200 041-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 316-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, ისრაელში გასული კვირის პარასკევს საყოველთაო კარანტინი დაწესდა. მედიის ინფორმაციით, მთავრობა, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო