დიმიტრი პესკოვი - ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლია

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ბერლინის კლინიკიდან გამოწერილ ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლია.

„თუ პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება, ეს ძალიან კარგია, ჩვენ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. რაც შეეხება მის დაბრუნებას, ისევე როგორც რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს, ეს ნებისმიერ დროს შეუძლია,“- აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის განმარტებით, ნავალნისთან ოფიციალური შეხვედრა არ იგეგმება, თუკი „პაციენტი სამართალდამცავებისთვის რამე ინფორმაციის მიწოდებას არ გეგმავს.“

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან გაწერეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა