„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ სანავსადგურე ტექნიკის განახლებას აგრძელებს

ფოთის საზღვაო ნავსადგურის მოდერნიზაციის პროგრამისა და საოპერაციო ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესების პროცესის ფარგლებში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 8 ახალი ტერმინალის უნაგირამაწევარა შეიძინა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთიდან“ აცნობეს.

„ტერმინალის უნაგირამაწევარა სპეციალური ნახევარმისაბმელით ნავსადგურის ნავმისადგომებსა და საკონტეინერო ტერიტორიას შორის ტვირთების უსაფრთხოდ გადასაზიდად გამოიყენება და ზრდის საოპერაციო პროცესების შეუფერხებლობასა და საიმედოობას. აღნიშნული თანამედროვე ტექნიკა აღჭურვილია ნავსადგურის საოპერაციო სისტემასთან ინტეგრირებული მობილური კომპიუტერით, რაც კონტეინერების მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში მიმოცვლის საშუალებას იძლევა.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა მორიგი ნათელი მაგალითია თანმიმდევრული მზადებისა სამომავლო გეგმების და გამოწვევებისთვის, რაც გულისხმობს საქართველოს უდიდესი პორტის განვითარებას და მისი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას“,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა