არჩილ არველაძის განცხადებით, შოთა არველაძეს კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუფიქსირდა, „პისიარ“ ტესტის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი

ყოფილი ფეხბურთელის არჩილ არველაძის განცხადებით, მის ძმას, საფეხბურთო კლუბ „ფახთაკორის“ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კორონავირუსი გუშინ, სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ დაუფიქსირდა, „პისიარ“ ტესტის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც არჩილ არველაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „სპორტალში“ განაცხადა, მის ძმას დღეს არც ტემპერატურა უფიქსირდება და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები აქვს.

„10 სექტემბრიდან შოთიც და სხვა აზიური კლუბები არიან ყატარში, იქ ტარდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური თამაშები. იქ ყოველ დღე მოწმდებიან სწრაფი ტესტებით და გუშინ, გვიან საღამოს, ერთ-ერთმა ყოველდღიურმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და დღეს, ალბათ, „პისიარ“ ტესტს გაუკეთებენ. ხვალ უკვე ეცოდინება ნამდვილად აქვს თუ არა კორონავირუსი. სამწუხარო ის არის, რომ დღევანდელ თამაშს შოთი ვერ დაესწრება, რადგან სხვანაირად ეს ყველაფერი ვერ ხერხდება. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, როგორც თვითონ მითხრა გუშინ პასუხის გაგების შემდეგ ინერვიულა და 37.2 გრადუსი დაუფიქსირდა ტემპერატურა. დღეს არც სიცხე აქვს და არც სხვა დამახასიათებელი სიმტომი და კარგად არის“, - განაცხადა არველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა