ლევან ბოძაშვილი - სააკაშვილს არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვს, რომ რაიმე სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე, არათუ პრემიერობაზე ჰქონდეს პრეტენზია

მიმაჩნია, რომ სააკაშვილს არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვს, რომ არათუ პრემიერობაზე, არამედ რაიმე სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ჰქონდეს პრეტენზია,- ასე შეაფასა კონსტიტუციონალისტმა ლევან ბოძაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" პრემიერად მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ პარლამენტის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძის არჩევა შესთავაზა.

ბოძაშვილის შეფასებით, მსგავსი თემების წამოჭრა, წინასაარჩევნო მანიპულაციები და პიარ გათვლებია, იმისთვის, რომ ამომრჩევლის ყურადღების კონცენტრირება ამ მიმართულებით მოხდეს და სხვა პოლიტიკური პარტიები გამოირიცხონ.

„მე მგონია, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი თემები იმისთვის, რომ პოლიტიკური ველის მონოპოლია მოახდინოს ოპოზიციამ. ზოგადად მიმაჩნია, რომ სააკაშვილს არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვს, რომ რაიმე სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე, არათუ პრემიერობაზე, ჰქონდეს პრეტენზია, იმიტომ, რომ ვერც პრეზიდენტი, ვერც პარლამენტის თავმჯდომარე და ვერც პრემიერ-მინისტრი ვერ იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში, პირადად ჩემი ინიციატივით ჩაიწერა ეს მუხლი კონსტიტუციაში თავის დროზე. შესაბამისად, სააკაშვილს აქ იურიდიული უფლება ნამდვილად არ აქვს, ამიტომ მგონია, რომ ეს ყველაფერი არის მანიპულირება კონკრეტულად ამ ორ პარტიას შორის. რამდენად მართალია, არ არის მართალი, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ცდილობენ პოლიტიკურ ველზე შექმნან იმის იმიტაცია, რომ მხოლოდ ამაზე იყოს საუბარი, გამოირიცხოს სხვა პოლიტიკური პარტიები, აქცენტი იყოს ამაზე გაკეთებული, თითქოს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს სააკაშვილს. ეს მხოლოდ მგონია პიარ სვლები მათი მხრიდან, იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება იყოს ამაზე კონცენტრირებული წინასაარჩევნო პერიოდში,“- განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა. ასევე, არსებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს საუბარი იყო თანამდებობის გადანაწილებაზე, კერძოდ, პრემიერის პოსტზე მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეღო, "ნაციონალური მოძრაობა" კი თავის მხრივ "ევროპული საქართველოს" ლიდერ დავით ბაქრაძეს მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაუჭერდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო