სერგი კაპანაძე - ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ივანიშვილი, „ქართული ოცნება" დამარცხდნენ და მერე ქვეყანა წინ წავიდეს

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის უფროსის სერგი კაპანაძის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო დაძაბულია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიუხედავად, ივანიშვილი არჩევნებში დამარცხდება, რადგან საზოგადოებაში გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი მაღალია. სერგი კაპანაძის განცხადებით, საარჩევნო გარემო ნელ-ნელა იძაბება იქედან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი ხედავს, არჩევნები ახლოვდება და მან შეიძლება ძალაუფლება დაკარგოს.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ გახშირებულ შემთხვევებს, როდესაც ხდება ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობა, ოფისში მივარდნა, პლაკატებისა და ბილბორდების ჩამოხევა. დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი მაინც დამარცხდება. საზოგადოებაში გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი ძალიან მაღალია. „ევროპული საქართველოს" ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ივანიშვილი, „ქართული ოცნება" დამარცხდნენ და მერე ქვეყანა წინ წავიდეს", - განაცხადა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა