უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტი „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გამოუცხადა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტს უცხადებენ. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ კომისია რეალურად არ იხილავს და არ რეაგირებს დარღვევებზე.

„ჩვენც ბოიკოტს ვუცხადებთ უწყებათაშორის კომისიას, რომელიც თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით იყო მრავალი წლის მანძილზე და ახლა ფორმალურად ეს ხელმძღვანელობა მის მოადგილეს გადაეცა, თუმცა, ამით უწყების მთავარი პრობლემა არ შეიცვალა. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ის რეალურად არ იხილავს და არ რეაგირებს იმ უამრავ დარღვევაზე, რაც არჩევნებიდან არჩევნებამდე ხდება. ამიტომ, ჩვენ ამ ფორმატს გამოვუცხადეთ ბოიკოტი ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც კი დატოვეს რამდენადაც მახსოვს წინა არჩევნებზე ეს ფორმატი იმიტომ, რომ წულუკიანთან სალაპარაკო არავის არაფერი აქვს. წულუკიანი ივანიშვილთან ერთად ძალიან მალე ჩამოშორდება ძალაუფლებას და გვექნება ინსტიტუტები, რომლებიც ემსახურებიან კანონს და არა მათ ვიწრო პარტიულ ინტერესს",-განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტი „ევროპულმა საქართველომაც" გამოუცხადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს