პედიატრი - პანდემიის პერიოდში ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევებმა ძალიან მოიმატა, საგანგაშო რიცხვებს მიაღწია, აუცილებელია, დღეში მინიმუმ 1 საათი ბავშვი ფიზიკურად იყოს დატვირთული

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ხელაძე აცხადებს, რომ პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა, კერძოდ, იზოლაციამ და ონლაინ სწავლებამ ხელი შეუწყო ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევების მატებას, რამაც საგანგაშო რიცხვს მიაღწია.

როგორც პედიატრი „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა“ განმარტავს, პანდემიის პერიოდში ჭარბი წონის და სიმსუქნის პრობლემების გარდა, მოიმატა მხედველობის და ძილის დარღვევის პრობლემებმა.

„ძალიან მოიმატა ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევებმა, რამაც საგანგაშო რიცხვებს მიაღწია. სიმსუქნე და ჭარბი წონა ისედაც იყო ყველაზე გავრცელებული ქრონიკული, პედიატრიული პათოლოგია.

თუმცა, უკვე იმ ბავშვებს, ვისაც არ ჰქონდათ კარანტინამდე ჭარბი წონა და ფიზიკურად აქტიურად იყვნენ დატვირთულები, აღარ მოძრაობენ, სახლში მიეჯაჭვნენ კომპიუტერებს და ისინიც კი გასუქდნენ.

ვისაც ჰქონდა ჭარბი წონა და სიმსუქნე, მათ კიდევ უფრო მეტად მოიმატეს წონაში, მათი მეტაბოლური და ზოგადად ჯანმრთელობის მახასიათებლები გაუარესდა. ამას თან დაერთო უმოძრაობა, რაც მრავალი დაავდების რისკფაქტორია და სიმსუქნესთან ერთად კიდე უფრო საშიშ გართულებებს იწვევს. ასევე არის ძილის დარღვევის და მხედველობის პრობლემები, რადგან დიდი ხანი უყურებენ ეკრანს. ჩვენ, პედიატრები ფაქტობრივად, ძალიან შეშფოთებულები ვართ, ბავშვთა ენდოკრინოლოგები განსაკუთრებთ“, - განაცხადა ნინო ხელაძემ.

პედიატრმა კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარების გზებზეც ისაუბრა. მან მშობლებს მოუწოდა, მოიფიქრონ ფიზიკური აქტივობები, იზრუნონ ბავშვების ჯანსაღ კვებაზე.

ნინო ხელაძის თქმით, აუცილებელია ყოველ დღე მინიმუმ 1 საათი ყველა ბავშვი იყოს ფიზიკურად დატვირთული, ჭარბი წონის ან სიმსუქნის შემთხვევაში კი სასურველია, ბავშვმა 2 საათი ივარჯიშოს.

როგორც პედიატრი აცხადებს, ძილის წინ აუცილებელია 1 საათით ადრე ყველა ბავშვმა შეწყვიტოს ნებისმიერ სახის ეკრანის ყურება.

„ ეს ყველაფერი განაჩენი არ არის. აქტიური და ყოჩაღი მშობლების, ბებია-ბაბუის ხელში ძალიან ბევრი პრობლემა დაძლევადია. ძალიან ბევრი პრობლემა დიდი შრომის შემდეგ მიღწევადია.

ონლაინ სწავლების გარდა, იქნებ აღარ ჰქონდეთ ტელეფონთან და ტელევიზორთან ურთიერთობა ბავშვებს. უფრო სახალისო ფიზიკური აქტივობები მოიფიქროს მთელმა ოჯახმა, ის არასამეცადინო დროც რომ არ გაატარონ კომპიუტერთან.

მშობლებიც ხომ უმეტესწილად სახლში არიან კარანტინის დროს. მათ საშუალება აქვთ ბავშვის ჯანმრთლობაზე იზრუნონ, ხელი შეუწყონ ჯანსაღი საკვების მიღებაში“, - განაცხადა ნინო ხელაძემ.

როგორც პედიატრი განმარტავს, ყველა ბავშვმა დღეში მინიმუმ 5-6 ულუფა ხილი და ბოსტნეული უნდა მიიღოს. მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ ნახშირწყლების, ტკბილეულის და ცომეულის მოხმარება. მისი თქმით, ფენოვანი ნაწარმი უკიდურესად არაჯანსაღია, ამიტომ ასეთი საკვები მაქსიმალურად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო