პროკურორის განცხადებით, მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონის კონტაქტებში დავით ფურცხვანიძე „ყარაბაღას“ სახელით ჰყავდა ჩაწერილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, დღე დაკითხვაზე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დაადასტურდა, რომ მობილური ტელეფონის კონტაქტებში დავით ფურცხვანიძე „ყარაბაღას" სახელით 8 სექტემბერს ჩაწერა.

პროკურორის განმარტებით, ინფორმაცია, რაც მიხეილ რამიშვილის ტელეფონში ფიქსირდება, ადასტურებს გარემოებას, რომ შესაძლებელია, ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ დავით ფურცხვანიძე არასწორ და ცრუ ინფორმაციას უგზავნიდა.

„თუ რატომ ჰყავდა ამ სახელით ჩაწერილი, რამიშვილმა გვითხრა, რომ ამ ადამიანს მათ შორის ყარაბაღთან დაკავშირებითაც ჰქონდა კვლევები ჩატარებული და დარჩა განცდა, რომ „ყარაბაღად" უნდა ჩააეწერა და ამიტომ ჩაწერა.

ჩვენ ამ საქმეზე გავაგრძელებთ გამოძიებას, თუმცა, კიდევ ერთხელ განვარტავთ, რომ არცერთ შემთხვევაში დამცველ ადვოკატებს ხელი არ ეშლებათ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წარმოადგინონ ვერსიები, ინფორმაციები და მტკიცებულებები, თუმცა, ეს უნდა იყოს რეალური ინფორმაცია და ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი გამოძიებას. ის ინფორმაცია, რაც მიხეილ რამიშვილის ტელეფონში ფიქსირდება, ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ დავით ფურცხვანიძე არასწორ და ცრუ ინფორმაციას უგზავნიდა, თუმცა, ჩემ მიერ დამაზუსტებელ კითხვაზე გაეცნო თუ არა სრულყოფილად იმ ექვსივე ფოტოსურათს, მან გვითხრა, რომ „არ ახსოვს", - განაცხადა დავით გუმბერიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა