კელი დეგნანი დეზინფორმაციაზე - რუსეთისგან გვინახავს ასეთი ტიპის საზიანო ქმედებები სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, ალბათ, არის შესაძლებლობა, რომ იგივე გააგრძელოს საქართველოში

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით, შესაძლოა, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით დეზინფორმაციის კამპანიის გაგრძელება სცადოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება.

"რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს, რადგან მაღალი მოლოდინი არსებობს. რაც შეეხება დეზინფორმაციის თემას, ჩვენ რუსეთისგან გვინახავს ასეთი ტიპის საზიანო ქმედებები სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, ევროპასა და ასევე, აშშ-ში. შესაბამისად, ალბათ, არის იმის შესაძლებლობა, რომ იგივე გააგრძელოს საქართველოში. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად უდგება და ასევე საზოგადოებაც. ძალიან მნიშვნელოვანია არასწორ ინფორმაციაზე სწორი რეაგირება და იმ საკითხისადმი სიფრთხილე, რაც ქვეყნის საზიანოდ არის მიმართული", - განაცხადა დეგნანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა