არმაზ ახვლედიანი - „ქართული ოცნება” გაასმაგებული ძალით, სრულიად უკანონოდ, თავხედურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის აქტიურ გამოყენებაზე საუბრობს.

არმაზ ახვლედიანის თქმით, „ოცნების“ ყოველი განცხადება არჩევნების სამართლიანად და სტანდარტებში ჩატარებაზე არის ყალბი, რადგან „ქართული ოცნება“ გაასმაგებული ძალით, სრულიად უკანონოდ, თავხედურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურს.

„ყალბია კარსმომდგარი არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე „ოცნების” ყოველი განცხადება. ყალბია, რადგან „ოცნება” გაასმაგებული ძალით, სრულიად უკანონოდ, თავხედურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს - საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულების იძულებით მხარდაჭერას. მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი მმართველი ძალის აქტიურ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.

უპირველესად, მოვუწოდებ იმათ, ვინც აცნობიერებს მოხელეთა და საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულ სხვა პირთა სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლების მნიშვნელობას, როგორც არჩევნების სამართლიანად ჩატარების, ისე მთელი პოლიტიკური პროცესის და ქვეყნის ნორმალური განვითარების საქმეში.

გაბედეთ და უარი თქვით თქვენი ნების წინააღმდეგ ხელისუფლების სასარგებლო საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე! ერთად ვუთხრათ „არა" „ოცნების” მზაკვრულ გეგმას, დაშინების, არალეგალური ფულადი და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ხარჯზე, შეინარჩუნოს უსამართლოდ მიტაცებული ძალაუფლება!

თითოეული თქვენგანის გაბედული არჩევანი გახდება თქვენი ღირსეული ცხოვრების და მთელ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილების, სწრაფი, სწორი, წარმატებული, დემოკრატიული განვითარების მყარი საფუძველი!

კარგად მესმის, როგორი რთულია ამის გაბედვა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, მაგრამ დღეს თქვენი სინდისიერი, სამართლიანი არჩევანი შეუქცევადს გახდის საქართველოში სამართლის უზენაესობის ასე ნანატრ პროცესს და საბოლოოდ დაგვაზღვევს მსგავსი ანომალიური მმართველობებისგან“, -განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელბეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა