კელი დეგნანი - ძალიან დიდია საპარლამენტო არჩევნების მიმართ ინტერესი და  მოლოდინია, რომ იქნება თავისუფალი, ღია და სამართლიანი, უკეთესი, ვიდრე წინა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელის დეგნანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები სამართლიან, გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნოდ „ქცევის კოდექსს“ ხელი მოაწერეს.

„ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოსთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მატება, თუმცა, ძალიან პოზიტიური იყო ის ფაქტი, რომ ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა არჩევნებთან დაკავშირებით „ქცევის კოდექსს“. ძალიან სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ მათ არა მხოლოდ ხელი მოაწერეს, არამედ ლიდერები მისი შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართული და მათ გარკვეული ეთიკური სტანდარტები შეიმუშავეს.სამწუხარო იქნება, თუ დაფიქსირდება ისეთი ფაქტები, როგორიც არის ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება. ზოგიერთმა ორგანიზაციამ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა დეგნანმა.

ამასთან, დიპლომატის თქმით, ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია, როდესაც არსებობს პირდაპირი კომუნიკაცია აშშ-ში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის.

„საელჩო საქართველოსთან კომუნიკაციის ერთ-ერთი წყაროა, თუმცა, მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლოა, როდესაც არსებობს პირდაპირი არხი აშშ-ში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის იმისთვის, რომ განხილული იყოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის აგრესია, კოვიდ 19-ით გამოწვეული სიტუაცია, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა საშუალებები. ძალიან დიდია ინტერესი ამ არჩევნების მიმართ და არის მოლოდინი იმისა, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, ღია და სამართლიანი. უკეთესი, ვიდრე წინა არჩევნები“,-განაცხადა დეგნანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს