ნუკრი ქანთარია - ჩემი პროფესია რეჟისურაა - სააკაშვილი თამაშობს და თან ცუდად

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდისას „თამაშობს და თანაც ცუდად“. ქანთარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, „თავი მოიკატუნოს“, თუმცა ქართული საზოგადოება ამას აღარ დაიჯერებს. ამის შესახებ ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა.

„მე ძალიან კარგად ვარჩევ ტყუილსა და მართალს, ჩემი პროფესია რეჟისურაა და წლების განმავლობაში ვმუშაობ, სააკაშვილი თამაშობს და ცუდად თან. მისი ინტონაცია კლიპებში არის ძალიან ყალბი და მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავი მოიკატუნოს, ამას ჰქვია თავის მოკატუნება, მეტი არაფერი და ამას ჩვენი საზოგადოება ბუნებრივია ვერ იყიდის და არც უყიდია. ჰყავს მას გარკვეული თანამზრახველები, გულშემატკივრები და ისინი შეიძლება, აღტაცებაში მოვიდნენ, რომ დაინახავენ ხოლმე, მაგრამ ესეც არის ცოტა არაჯანსაღი მდგომარეობა“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ოპოზიციაზე საუბრისას ქანთარიამ ისინი „ამაოების ბაზარზე“ მისულებს შეადარა, რომლებიც მისი თქმით, ამომრჩეველს ატყუებენ, რომ რაღაცას წარმოადგენენ. ქანთარიას განმარტებით, არსებობს ბანკირებისგან შემდგარი ალტერნატივაც, რომლებმაც პოლიტიკური მოძრაობა იმუნიტეტისთვის შექმნეს.

„ამას ჰქვია „ამაოების ბაზარი“ ოპოზიციის მხრიდან, ამაოების ბაზარზე არიან შემოსულები და ცდილობენ, რომ იქნებ როგორმე დააჯერონ ამომრჩეველს, რომ რაღაცას წარმოადგენენ. ერთი გადავიდა დიდ ბოდიშებზე, მეორეები ერთმანეთს დაერივნენ. ღმერთმა ნუ ქნას, ახლა ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ესენი მოვიდნენ კოალიციურ მთავრობაში. ჯერ ერთი ერთმანეთს დაუხეთქავენ თავებს და მერე, როგორ დაინაწილებენ ყველაფერს და რა ამბავი ატყდება თითო გროშზე და ეს იქნება საშინელება. ამას საზოგადოება კარგად ხედავს.

ფანჩატურში მსხდომი მთელი სპექტრი არის ძალიან გაცვეთილი და ისინი ვერ გასწორდებიან, რა შინაგანი მდგომარეობაც აქვთ მათ, იმას გაუწევენ ისევ აქტივიზაციას და ვფიქრობ, რომ ძალიან ადვილი გასარჩევია. ძალიან ადვილია ახლა არჩევანის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ჯგუფია კიდევ, რომელიც ამბობს რომ ალტერნატივაა, ვგულისხმობ, ბანკირებისგან შემდგარ გუნდს. აქ სათავეშია საქმე იმიტომ, რომ ადამიანები, რომელებიც პარტიას და პოლიტიკურ მოძრაობას ქმნიან იმუნიტეტისთვის, იქ უკვე დამთავრებულია ამბავი. მათთვის ეს არის გადარჩენის საშუალება“, - განაცხადა ქანთარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს