კახა კოჟორიძე - ქვეყნის მთავარი პანდემია ხელისუფლებაა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ყველანაირად უშლის ხელს საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში, მათ შორის ფიზიკური ძალადობით

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, „ქართული ოცნება” “ლელოს” საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლის, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის გზით.

როგორც ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, მისი თანაპარტიელების მიმართ თავდასხმები „ლელოს” რეიტინგითაა გამოწვეული.

“ამ ქვეყნის მთავარი პანდემია არის მოქმედი ხელისუფლება, რომელიც თავიდანვე სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის “ლელოს“, ყველანაირად უშლის ხელს ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში, მათ შორის ფიზიკური ძალადობით. “ქართული ოცნება” კი აქვეყნებს მისი ხელდასმული ექსპერტების დასკვენებს, მაგრამ შიდა კვლევებით ნამდვილად იცის, რომ “ლელოს” სხვა პროცენტი აქვს და ეს არ მოსწონს. ვფიქრობ, ამითაა გამოწვეული თავდასხმები”,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

როგორც ის აცხადებს, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით კანონდარღვევები მის მაჟოროტარულ ოლქებში - ხაშურსა და ქარელშიც ხდება.

“კანონდარღვევებს ვხვდები ხაშურის და ქარელის ოლქში, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებზე მიდის მინიმუმ იმის ჩაწვეთება, რომ შენ თუ “ლელოსკენ” გაიხედავ, შეიძლება, სამსახური დაკარგო, გაგათავისუფლონ, სოციალური დახმარება მოგიხსნან, ამაზე ადამიანები საუბრობენ ხშირად, მე ამაზე ვერ ვსაუბრობ, რადგან ადამიანები, რომლებსაც ეს ჩემამდე მოაქვთ, მთხოვენ ამაზე არ ვისაუბრო და ამიტომ არ ვსაუბრობთ, თუმცა ასეთი ფაქტები არის. საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებსაც იმდენად ყელში ამოუვიდან არსებული ხელისუფლება, რომ პარტია “ლელოს” და პირადად მე ღიად გვიფიქსირებენ მხარდაჭერას. არიან ჩვენი აქტივისტები და ყოველდღიურ პროცესებში მონაწილეობენ. მოვუწოდებ, მოსახლეობას, ნუ შეეშინდებათ, გამოვიდნენ და იაქტიურონ”,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა