გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სიფრთხილის მიზნით თვითიზოლაციაში გადავიდა მას შემდეგ, რაც მისი უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა. ინფორმაციას გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრი კარანტინში გადავიდა, მას შემდეგ, რაც მისი პირადი დაცვის გუნდის თანამშრომელს კოვიდ-19-ის ინფექცია გამოუვლინდა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ამ ამბის შემდეგ ჰეიკო მაასისთვის ჩატარებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია. აღსანიშნავია, რომ ჰეიკო მაასი მიმდინარე კვირაში ბრიუსელში მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა მის ევროპელ კოლეგებთან ერთად.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული