კახა კახიშვილი - ჩემი და ჩემი გუნდისთვის ხალხის კეთილდღეობა პრიორიტეტია, ამიტომ, ჩემი საარჩევნო პროგრამაც ისნის რაიონის თითოეულ ადამიანზეა მორგებული

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა ისნის რაიონში თემატური ჯგუფების ჩამოყალიბების სამოქმედო გეგმა წარადგინა.

მისი თქმით, პროექტის მიხედვით, შეიქმნება სხვადასხვა სფეროს შესაბამისი თემატური ჯგუფები, რაც იქნება გამგეობისა და მაჟორიტარის ბიუროს მუშაობის გამჭვირვალობის, საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის განმსაზღვრელი ორგანო.

„საარჩევნო პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული ინიციატივის პრეზენტაცია მქონდა. ისნის რაიონში თემატური ჯგუფების ჩამოყალიბების სამოქმედო გეგმა წარვადგინე, რომელმაც დამსწრე საზოგადოების მხარდაჭერა დაიმსახურა.

პროექტის მიხედვით, შეიქმნება სხვადასხვა სფეროს შესაბამისი თემატური ჯგუფები, როგორიცაა, მაგალითად, ბაგა-ბაღების წარმომადგენელთა, სკოლების, შშმ პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ვეტერანთა, ახალგაზრდობის მხარდამჭერთა, ამხანაგობების თავმჯდომარეებისა და სხვა თემატური ჯგუფები. რაც იქნება გამგეობისა და მაჟორიტარის ბიუროს მუშაობის გამჭვირვალობის, საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის განმსაზღვრელი ორგანო.

თემატურ ჯგუფში გაერთიანდებიან ერთი და იმავე სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც პირდაპირი კომუნიკაცია ექნებათ მაჟორიტართან. რაც გულისხმობს - პერიოდულად ჯგუფის წევრების შეხვედრას დეპუტატთან, სადაც განიხილება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც კონკრეტულ ჯგუფს აწუხებს. პრობლემები განსხვავებულია და განსხვავებულია მათი გადაჭრის გზებიც. ამიტომ, შესაძლებლობის ფარგლებში, განისაზღვრება მათი პრიორიტეტულობა, რის შემდეგაც გუნდთან ერთად დაიწყება საკითხზე მუშაობა. ასევე, განიხილება ახალი ინიციატივები და წინადადებები, რომლებიც დაკავშირებული იქნება კონკრეტული თემატური ჯგუფის ინტერესებთან.

ამასთან, პერიოდულად გაიმართება ჯგუფების საერთო სხდომები, სადაც შეჯამდება განხორციელებული პროექტები და განიხილება სამომავლო გეგმები, ასევე, რაიონის განვითარებისთვის საჭირო რეფორმები, რომლებიც პრიორიტეტული პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარების საშუალება იქნება.

ჩემი და ჩემი გუნდისთვის ხალხის კეთილდღეობა პრიორიტეტია, ამიტომ, ჩემი საარჩევნო პროგრამაც ისნის რაიონის თითოეულ ადამიანზეა მორგებული.

მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს - გიორგი ტყემალაძეს, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს - ბექა დავითულიანსა და აქ მყოფ თითოეულ ადამიანს, პრეზენტაციაში მონაწილეობისა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილისთვის“,- განაცხადა კახიშვილმა.

ინფორამციას მაჟორიტარობის კანდიდატის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა