ბულგარეთის პროკურატურამ ორი რუსი დიპლომატი ჯაშუშობაში ამხილა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ორ რუს დიპლომატს პერსონა ნონ-გრატად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს. საგარეო უწყებამ რუსეთის საელჩოს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდა და შესაბამისი ნოტა გაუგზავნა. რუს დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მიეცათ.

ბულგარეთმა წელს უკვე მეორედ დასდო ბრალი ჯაშუშობაში რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ. ქვეყნის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ რუსი დიპლომატების ჯაშუშობის დამადასტურებელი ინფორმაცია უკვე მიაწოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

წინასასამართლო გამოძიების პერიოდში დადგინდა, რომ 2016 წლიდან ამ დრომდე, რუსეთის ორი მოქალაქე ახორციელებდა სადაზვერვო საქმიანობას და აგროვებდა ინფორმაციას ბულგარეთის არმიის მოდერნიზაციის გეგმისა და სამხედრო ტექნიკის ვარგისიანობის შესახებ.

„მათი მიზანი იყო შეგროვებული ინფორმაციის გადაცემა რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის მოსკოვში. თავისი უკანონო საქმიანობის რეალიზებისთვის, ორივე მხარე ახორციელებდა კონტაქტებს ბულგარეთის მოქალაქეებთან, რომლებსაც ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა გააჩნდათ“, - განაცხადეს ბულგარეთის პროკურატურაში.

ცნობისთვის, ბულგარეთის პროკურატურამ იანვარშიც დაადანაშაულა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი, რომლებიც რამდენიმე დღეში ქვეყნიდან გააძევეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა