ხატია დეკანოიძე - შევარჩიეთ გუნდი, ვისაც ნამდვილად აქვს ძალიან ძლიერი შანსი, არა მხოლოდ დაამარცხოს „ქართული ოცნების” კანდიდატები, არამედ პირველივე ტურში დაასრულოს ბრძოლა

ჩვენ შევარჩიეთ გუნდი, ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად აქვს ძალიან ძლიერი შანსი არამხოლოდ დაამარცხოს “ქართული ოცნების” კანდიდატები, არამედ პირველივე ტურში დაასრულოს ბრძოლა , - ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე პარტიის საარჩევნო სიას.

დეკანოიძის თქმით, მათი მთავარი სტრატეგიაა ოლიგარქიული ვერტიკალის და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება.

“„გაერთიანებული ოპოზიციის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მთავარი სტრატეგია და მიზანი არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მისი ხელისუფლებიდან მშვიდობიანად ჩამოცილება და ამ ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, სამშვიდობოზე გაყვანა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს წარმოადგინა ჩვენმა გაერთიანებულმა ბლოკმა, ნამდვილად მზად არის ბოლომდე დაიხარჯოს და იბრძოლოს, ისევე როგორც მე, ჩემი მეგობრები და ყველა ის ადამიანი, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ვართ მთავარ ბრძოლაში ჩართული. ჩვენი მთავარი სტრატეგია ეს არის ოლიგარქიული ვერტიკალის და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება”, - განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც მან აღნიშნა, 31 ოქტომბერს ოპოზიცია დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

“საქართველოში 75% მოსახლეობის ფიქრობს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემს არჩევნებზე ხმას და ეს არ არის “ქართული ოცნება”. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგიაა გამარჯვება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდა გითხრათ ის არის, რომ 31 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება და ოპოზიცია მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას”,- განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე შეფასებით, ნანუკა ჟორჟოლიანის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა მნიშვნელოვანია.

“ნანუკა ჟორჟოლიანი არის გამორჩეული ადამიანი ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის. ის არის თითქმის ოჯახის წევრი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. იგი ძალიან მალე ჩაერთვება კამპანიაში. მას აქვს ძალიან ბევრი კეთილი საქმე წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ჩართვა აქტიურ პოლიტიკაში იქნება ნამდვილად მნიშვნელოვანი და მე მოხარული ვარ ამით”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო